Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: გამოძიება დაწყებულია არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე. ჯამში დაკავებულია 10 პირი.

  • გლდანში, ნომერ 23-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 6 პირი.
  • ისანი-სამგორის რაიონში, ნომერ 176-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
  • ისანი-სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ნომერ 36-ში მდებარე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
  • ქალაქ სენაკში, მე-16-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის პირველი პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„ჯამში, არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. სისხლის სამართლებრივი ფაქტების გამოვლენის გარდა, 15 ადმინისტრაციული საქმის წარმოებაა დაწყებული“, - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობითვე, ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტთან დაკავშირებულ ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ნიშნავს, თუმცა, ამ წუთებში მიმდინარეობს გამოკითხვის პროცესი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სავარაუდოდ, მოხდება მუხლის გადაკვალიფიცირება და შეიცვლება საქმის კვალიფიკაცია.

XS
SM
MD
LG