Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმედის“ ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 55.0 %, ნაციონალური მოძრაობა - 23,0%


ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს მოქალაქეების ხმები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 55.0
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 23,0
  • "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 3,0
  • „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 3,0
  • „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" – 3,0
  • „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,0
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,0
  • ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა - 1,0
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1,0
  • „გირჩი“ – 3,0

საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ტელეკომპანია „იმედმა“ ამერიკულ საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია „ფაბლიქ ოფინიონ სთრათეჯის“ დაუკვეთა. ტელეკომპანია „იმედში“ აცხადებენ, რომ 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, მუშაობს, როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე მედია საშუალებებისთვის, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის. მათივე ცნობით, ამ ორგანიზაციას ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებისთვის ჩატარებული აქვს 2 მილიონამდე ინტერვიუ და 6 ათასამდე გამოკითხვა.

„Public Opinion Strategies“-მა მანამდე „იმედისთვის“ საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების თანახმად, მმართველი პარტია ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ტელეკომპანია „იმედი“ საქართველოში მოქმედ „ფსიქოპროექტთან“ თანამშრომლობდა. შედეგები რადიკალურად განსხვავდებოდა სხვა ეგზიტპოლებისა და ცესკოს შედეგებისგან.

XS
SM
MD
LG