Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის მესამე უბანზე პოლიციაა მობილიზებული


მარნეულის მესამე საარჩევნო უბანი
მარნეულის მესამე საარჩევნო უბანი

მარნეულის მესამე საარჩევნო უბანზე დაახლოებით 9:30-ზე, ხმების დათვლისას რამდენიმე წუთით შუქი ჩაქვრა და როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ დროს დიდი რაოდენობის ბიულეტენები დაყარეს მაგიდაზე, რის შემდეგაც უბანზე ვითარება დაიძაბა და ხმების დათვლა დროებით შეწყდა.

პირი რომელიც ყალბი ბიულეტენები მოიტანა, არეულობისას უბნიდან გავიდა. როგოც რადიო თავისუფლებას კომისიის დამკვირვებელმა "ახალი თაობიდან" ელშან ნოვრუზოვმა უთხრა, პირი ყალბი ბიულეტენებით კომისიის წევრი არ არის და არც დამკვირვებელა. იცის რომ ანტონი ჰქვია და მერიაში მუშაობს. იეს ინფორმაცია დაადასტურეს კომისიის სხვა დამკვირვებლებმაც. შემთხვევას შეესწრო არასამთავრობო ორგანიზაცია "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" დამკვირვებელი ტურან რამაზანოვი, რომლის თქმითაც მისი ორგანიზაცია ამ ინცინდენტზე განცხადებას გააკეთებს.

უბანზე გამოძახებულია პოლიცია. მესამე საარჩევნო უბანზე სულ რეგისტრირებულია 1351 ამომრჩეველი, მათგან 606-მა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG