Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაფარიძე: მანდატებზე უარის თქმაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის არც ერთი პარტიის მიერ


პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით გადალახა საარჩევნო ზღვარი, არ გადაუწყვეტია, იტყვის თუ არა უარს მანდატებზე.

„შესვლის საკითხი დასმული იყო. ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის არც ერთი პარტიის მიერ. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, „გირჩიც“ იქნება მისი ერთგული. თუმცა ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - თქვა ჯაფარიძემ ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციის შეკრების შემდეგ.

ოფიციალური მონაცემებით, პარლამენტში 9 პარტია შედის. თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, შესალოა, დაინიშნოს განმეორებითი არჩევნები.

„ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს, მათ შორის, ვეცნობით იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებენ სადამკვირვებლო მისიები, საერთაშორისო თუ ადგილობრივი. ამის ფონზე მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას“, - ამბობს ჯაფარიძე და განაგრძობს, რომ პარტიები ახლა მოაგროვებენ ინფორმაციას იმ დარღვევებზე, რომლებიც სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში შეიძლება არ იყოს.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში დასრულდა ოპოზიციური პარტიების შეკრება, რომელთაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და საერთო სამოქმედო გეგმა განიხილეს. ისინი პროტესტს გამოხატავენ, მათივე განცხადებით, უხეშ დარღვევებზე არჩევნების დღეს. ნაწილი კი პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს შედეგების ლეგიტიმაციას.

31 ოქტომბრის არჩევნებში, ოფიციალური, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 48.12% მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. საერთო ჯამში, პარლამენტში 9 პარტია შედის, მათ შორის, „გირჩი“.

განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც ხმებს პარალელურად ითვლის. ორგანიზაციის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45,8% მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG