Accessibility links

logo-print logo-print

გიორგი კვირიკაშვილი არჩევნებზე: პოლიტიკური სიხარბე, ბეწვის ხიდი და გადაჭიმული სიმები


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე 31 ოქტომბრის არჩევნებს ასე აფასებს:

„მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი, რომელიც, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც“.

მისი სიტყვებით, როცა ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და ურთულესი სოციალური ფონია, როცა ცხელი კონფლიქტი და სახიფათო ნიშნულს მიღმა გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები არსებობს სამხრეთ კავკასიაში, ასეთ დროს კი, ნახევარ ნაბიჯსაც არ დგამ ეროვნული კონსოლიდაციისა და პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ, ასევე პოლარიზაციის შემცირებისკეს, ეს, კვირიკაშვილის სიტყვებით, პირველ რიგში, იწვევს საღად მოაზროვნე ადამიანების იმედგაცრუებას, რაც არა მარტო „პოლიტიკურად არაპრაგმატულია, არამედ სახიფათო შედეგის მომტანია, თუ უახლოეს პერიოდში არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში - გარდაუვალად“.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაერთიანებული ოპოზიცია არალეგიტიმურად მიიჩნევს და მის შედეგებს აპროტესტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG