Accessibility links

site logo site logo

ნინო ბურჯანაძე 2020 წლის მოწვევის დეპუტატი ვერ ხდება - ხმების 100% დათვლილია


ნინო ბურჯანაძის პარტია "ერთიანი საქართველო" 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ვერ შევა. ცესკომ ხმების 100 პროცენტი დაითვალა და ამ მონაცემბით პარტია 1-პროცენტიან ზღვარს ვერ ლახავს. შესაბამისად, პარლამენტში ვერ შედის სიის პირველი ნომერი, ნინო ბურჯანაძეც.

ეს მონაცემები საბოლოო არა არის და შეიძლება მცირედით შეიცვალოს. ამ მონაცემებით, ბურჯანაძის პარტიას 16 328 ხმა აქვს მიღებული, რაც 0,85 პროცენტია.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, პარლამენტში სულ 9 პარტია შედის. ეს პარტიებია:

  • „ქართული ოცნება“ - 926 959 ხმა (48,15 %);
  • „ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშია“ - 522 463 ხმა (27,14 %);
  • „ევროპული საქართველო“ – 72 752 ხმა (3,78 %);
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 60 592 ხმა (3,15 %);
  • „ლელო“ – 60 691 ხმა (3,15 %);
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 60 493 ხმა (3,14 %);
  • „გირჩი“ – 55 600 ხმა (2,89 %);
  • „მოქალაქეები“ – 25 534 ხმა (1,33 %);
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 19 281 ხმა (1 %).
  • სხვა პარტიებმა 1%-იანი ზღვარი, რომელიც პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი იყო, ვერ გადალახეს.

​განახლება: ნინო ბურჯანაძე და ოპოზიციის დიდი ნაწილი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ენდობა და მიაჩნია, რომ სახელისუფლებო პარტიამ გააყალბა. ეს ინფორმაცია მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში აისახა მასალაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG