გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 342-მდე გაიზარდა.
გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1 852 შემთხვევა, რაც წინა დღესთან შედარებით, 61-ით მეტია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 42 579 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 1696-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 26 800.