Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ - „ძალა ერთობაშია" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გამოაცხადა საარჩევნო ბლოკის გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლის შესახებ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშია" იღებს იმ გადაწყვეტილებას, რა ნებაც არის საზოგადოებაში. ყური ვუგდეთ საზოგადოებას და არ შევდივართ პარლამენტში და არ ვიღებთ ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებს. პირიქით, მას მოუწევს უახლოეს ხანებში დაჰყვეს ხალხის ნებას, რომელიც შეიძლება აღსრულდეს ახალი არჩევნების ჩატარების გზითაც", - აცხადებს ნიკა მელია.

საარჩევნო ბლოკში შემავალი „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა რაზეა წამსვლელი, იმისთვის, რომ მიიტაცოს ხელისუფლება, დარჩეს ხელისუფლებაში და გააგრძელოს მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მთელი ამ ხნის მანძილზე - გაანადგუროს ოპოზიცია. „ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ვდგამთ ნაბიჯებს იქითკენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიხიოს უკან, ზუსტად ისე, როგორც დაიხია უკან, როდესაც მთელი საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ პროპორციული არჩევნების მოთხოვნის დროს", - თქვა სამნიძემ.

საარჩევნო ბლოკის სიის მე-16 ნომრად მყოფი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ აშკარაა ხელისუფლების მიტაცებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. „ქვეყანას ისეთი პირი უჩანს, როდესაც ცესკო-ს ცრუ დასკვნებს მივიღებთ, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური. მრავალფეროვანი საქართველო არ გამოგვივიდა. ახლა არის ორფეროვანი - შავი და თეთრი", - ამბობს გუბაზ სანიკიძე.

საარჩევნო ბლოკმა, წინასწარი მონაცემებით, მოიპოვა 35 მანდატი. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მან მიიღო ხმების 27.14%, „ქართულმა ოცნებამ" - 48.22%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG