Accessibility links

კობახიძე: ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციას მეორე ტურამდე


ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თანახმად, ოპოზიციის განცხადებები საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირების შესახებ არჩევნების მეორე ტურამდე კაპიტულაციას ნიშნავს:

"მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და მისი საარჩევნო შტაბი არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას ხვალიდან, 3 ნოემბრიდან იწყებენ.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს ოპოზიციურ პარტიათა უმეტესობა. ამის შესახებ განცხადებები დღეს უკვე გააკეთეს "ევროპულმა საქართველომ", "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ლელომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", "გირჩმა" და "ლეიბორისტულმა" პარტიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG