Accessibility links

ახალგაზრდა ძიუდოისტები ხორვატიაში ავტობუსით გაემგზავრნენ


4-10 ნოემბერს ხორვატიის ქალაქ პორეჩში ძიუდოში ორი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება - ევროპის ჩემპიონატები - გაიმართება ახალგაზრდებსა (21-წლამდელები) და 23-წლამდელთა შორის. ევროკონკურენციაში ჩაებმებიან საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიც, რომლებიც, ფინანსური პრობლემების გამო, ხორვატიაში ავტობუსით გაემგზავრნენ. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა ასაკობრივი ნაკრებებიც უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ სპორტსმენებს და ნაკრების მწვრთნელს ერთი კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდათ და ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

21-წლამდელები ტატამზე 4-6 ნოემბერს გავლენ. 23-წლამდელებში კი ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები 9-10 ნოემბერს გამოვლინდებიან.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებების მწვრთნელებმა განაცხადში ცხრა-ცხრა სპორტსმენი შეიყვანეს. ორივე გუნდის შემადგენლობაში მოხვდა 20 წლის ვლადიმერ ახალკაცი, რომელიც ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ხოლო 23-წლამდელებში - ევროპის 2018 წლის ჩემპიონი. აქვე სრული შემადგენლობაც:

ახალგაზრდული ნაკრები:

შაქრო შათირიშვილი (60 კგ), ლუკა კაპანაძე, ბექა წიფიანი (ორივე 66 კგ), გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი შერაზადიშვილი (ორივე 81 კგ), მიხეილ ბექაური (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), საბა ინანეიშვილი (+100 კგ).

23-წლამდელთა ნაკრები:

ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე 60 კგ), გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე 66 კგ), ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი (ორივე 81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG