Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირებას მოითხოვს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარების ეუთოს შეფასებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელშიც ასევე აღნიშნული იყო, რომ ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ და პარტიასა და სახელმწიფოს შორის [გამყოფი] ხაზის ბუნდოვანების შესახებ ბრალდებებმა საზოგადოების ნდობა შეამცირა.


„ჩვენ ვიზიარებთ ეუთოს შეფასებას: საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და დაცული გახლდათ ფუნდამენტური თავისუფლებები, მაგრამ ბრალდებებმა ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ და პარტიასა და სახელმწიფოს შორის [გამყოფი] ხაზის ბუნდოვანებამ საზოგადოების ნდობა შეამცირა. ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს," - ნათქვამია კეილ ბრაუნის მიერ სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის მოადგილის, კეილ ბრაუნის ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.



საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაამთავრა31 ოქტომბრის არჩევნების ხმების 100 პროცენტის დათვლა. ცესკოს მონაცემებით, "ქართულ ოცნებას" უკვე აქვს 75 მანდატი და უმრავლესობის მოსაპოვებლად მხოლოდ 1 მანდატიღა სჭირდება. ოფიციალურ შედეგებს არ ეთანხმებიან ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და ისინი უარს ამბობენ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

10-ზე მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის, ვინც არსებული მონაცემებით ხვდება პარლამენტში, 3 ნოემბერს ხელი მოაწერა შეთანხებას, რომ უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე და არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG