Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: თამარ ჟვანიას ეკუთვნის ჯილდო


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ჯილდო ეკუთვნის იმ შეურაცხყოფის მოთმენისთვის, რომელსაც მის მიმართ აქვს ადგილი. ამ მიმართულებით ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებით გამოყო შემთხვევა, რომელიც არჩევნების ღამეს ჰქონდა მოხდა:

„თქვენ ნახეთ აბსოლუტურად უკულტურო ქცევა, რომლითაც გამოირჩეოდნენ "ნაცმოძრაობიდან", მისი კოლეგები, სხვათა შორის, "ნაცმოძრაობიდან" და "ევროპული საქართველოდან", ცესკოს წევრები. ეს იყო აბსოლუტურად მდარე ტიპის ქცევა, უკულტურო ქცევა, რითაც გამოირჩეოდნენ ისინი თამარ ჟვანიას მიმართ. ამისთვის ის, რა თქმა უნდა, იმსახურებს თანადგომას არა ჩვენი მხრიდან, არა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, არამედ თითოეული მოქალაქის მხრიდან, ვის ინტერესშიც არის, ბუნებრივია, ხმების სათანადოდ დაცვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აღიძრას თუ არა სისხლის სამართლის საქმე თამარ ჟვანიას წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან გაყალბებულ დოკუმენტებს მოაწერა ხელი. უზუსტობები ყველა არჩევნებზე ხდება და ამ შემთხვევაში მიმდინარეობს უზუსტობების დაზუსტება, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. მათ გუშინ, 3 ნოემბერს, არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნას მოაწერეს ხელი. ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG