Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძის თქმით, დაუშვებელია, რომ რისკჯგუფებს გრიპის ვაქცინაციაში ფულს სთხოვენ


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის აცრას - როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს - რისკჯგუფებისთვის სახელმწიფო სრულად აფინანსებს და დაუშვებელია პოლიკლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში მასში შესაბამისი საფასურის მოთხოვნა.

„მაქვს გარკვეული ინფორმაცია მასმედიიდან და ასევე სოციალური ქსელებიდან, რომ მთელი რიგი სამედიცინო დაწესებულებები სთხოვენ მოქალაქეებს თანხას ფორმის გახსნაში, ექიმის კონსულტაციაში. ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვით ან შესაბამისი სადაზღვევო პროგრამებით. დაუშვებელია, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს ჩვენს მოქალაქეს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა, რა თქმა უნდა, ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ, სახელმწიფოსგან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ დროისათვის სახელმწიფოში უკვე შემოტანილია გრიპის ვაქცინის 210 000 დოზა. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს გრიპის ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისათვის მოუწოდებს. მისი განმარტებით, ქსელში განაწილებული პირველი 25 000 დოზიდან ამ დროისათვის მხოლოდ 15-16 ათასი დოზაა ათვისებული და მიმართვიანობა არის დაბალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG