Accessibility links

logo-print logo-print

ალეკო ელისაშვილი: არ მგონია, ოპოზიციიდან ვინმე ისეთი ჩერჩეტი იყოს, რომ გაქანდეს პარლამენტში


პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს პარლამენტში იმ პირობებში შესვლას, როცა სადავოა ხმების დათვლის ნაწილი. მან "ფორმულას" ეთერში თქვა, რომ მსგავსი მოლოდინი აქვს ოპოზიციის მხრიდანაც.

"სხვის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ არ მგონია, ოპოზიციაში ვინმე ისეთი ჩერჩეტი იყოს, რომ ამ ვითარებაში გაქანდეს პარლამენტში. ეს მანდატი რისთვის გინდა?! იმისთვის, რომ რო პირდებოდი "ამას ვიზამ", "იმას ვიზამ", ისევ იმ ხალხის სამსახურში იყო. იმ ხალხს თვალი როგორ უნდა გაუსწორო?! ახლა არის ბრძოლის დრო და მანდატების თვლის დრო კი არ არის იმიტომ, რომ შეგვაფურთხეს. აი, ეს არის შეფურთხება [მიუთითებს საარჩევნო ოქმებზე]. ამას თუ ვერ ითვლი, აბა, რა ჯანდაბას აკეთებ, რაში იღებ ხელფასს?!" - თქვა მან.

ცესკომ წინასწარი მონაცემები არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნა. ამ მონაცემების მიხედვით, მმართველ პარტიას 75 მანდატი უკვე მიღებული აქვს და მხოლოდ ერთი მანდატიღა სჭირდება საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად. ოპოზიციური პარტიები ამ შედეგებს არ ეთანხმებიან და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG