"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის სასიხარულო იქნება, თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყვიან. მან ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"მე მივესლამებოდი იმას, რომ ოპოზიციური პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში. ჩვენი მოსახლეობის იმ გარკვეულმა ნაწილმა ზუსტად იმიტომ დაუჭირა ამ პოლიტიკურ პარტიებს მხარი და გამოუცხადა მხარდაჭრა, რომ შევიდნენ პარლამენტში და გამოიყენონ ტრიბუნა... რა თქმა უნდა, კრიტიკულებიც შეიძლება იყვნენ. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს გამიხარდებოდა მათი პარლამენტში შემოსვლა", - განაცხადა კალაძემ.
ცესკოს ამ დროის მონაცემებით, "ქართულ ოცნებას" უკვე აქვს 74 მანდატი მოგროვებული და უმრავლესობაში მოსასვლელად მხოლოდ 2 მანდატიღა სჭირდება. ცესკოს მონაცემებს ზღვარგადალახული პარტიები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ პარლამენტში არ შევლენ.