Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: 11 უბანზე მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა


.
.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები არ გაყალბებულა. ამის დასტურად მან 11 უბანში გადათვლილი მონაცემები მოიყვანა.

"ყველა ამ უბნის შემთხვევაში, ოქმებში დაშვებული უზუსტობები იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის", - თქვა კალაძემ

მან ოპოზიციის დესტრუქციული ქმედება უწოდა საოლქო კომისიებთან აქციებს.

"სამწუხაროდ, უბნების გადათვლა მიმდინარეობდა ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე როგორც საოლქო კომისიების შენობებთან, ისე შენობებში რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი ცდილობდა არეულობის შექმნას, მოითხოვდნენ, თითქოსდა, პარტიის წარმომადგენლების დასწრებას, როცა რეალურად ამ პარტიების წარმომადგენლები, მათი უფლებამოსილი პირები შიგნით, საოლქო კომისიებში ისხდნენ და მონაწილეობდნენ გადათვლის პროცესში", - თქვა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის არ უნდა არჩევნების შედეგების დაზუსტება:

"პირიქით, მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ მათი საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ, ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია".

ცესკოს ამ დროის მონაცემებით, "ქართულ ოცნებას" უკვე აქვს 74 მანდატი მოგროვებული და უმრავლესობაში მოსასვლელად მხოლოდ 2 მანდატიღა სჭირდება. ცესკოს მონაცემებს ზღვარგადალახული პარტიები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ პარლამენტში არ შევლენ.

XS
SM
MD
LG