Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დანაშაულში ბრალდება წაუყენეს და გადადგა


ჰაშიმ ტაჩი
ჰაშიმ ტაჩი

კოსოვოს პრეზიდენტმა, ჰაშიმ ტაჩიმ, დაადასტურა, რომ მას წაუყენეს საომარ დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში ბრალდება.

ტაჩიმ 5 ნოემბრის პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ ბრალდების წაყენების გამო ის ასრულებს პირობას და გადადგება.

ტაჩი სერბიის ყოფილი ოლქის, კოსოვოს ალბანელების პარტიზანული გაერთიანების, „კოსოვოს განთავისუფლების არმიის“ მეთაური იყო. გაერთიანება იბრძოლა ცენტრალური, სერბეთის ხელისუფლების, ძალების წინააღმდეგ 1998-1999 წლებში.

საგანგებო პროკურატურამ (SPO) ტაჩის და კიდევ არაერთი ეჭვმიტანილს სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა „მკვლელობის თითქმის ას შემთხვევაში“ და „ადამიანების ძალადობრივ გაქრობაში, დევნასა და წამებაში“.

საგანგებო პროკურატურის თანახმად, დანაშაული ეხებოდა ასეულობით მსხვერპლს: კოსოვოელ ალბანელებს, სერბებს და ბოშებს, ასევე სხვა პოლიტიკურ ოპონენტებს.

ტაჩი ამ ბრალდებებს უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG