Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა დაგმო „ძალადობის დეკლარაციები“ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიმ ერდოანის მხრიდან


თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და ემანუელ მაკრონი. 2018 წ. 5 იანვრის ფოტო.
თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და ემანუელ მაკრონი. 2018 წ. 5 იანვრის ფოტო.

საფრანგეთმა დაგმო, მისი თქმით, „ძალადობის დეკლარაციები“ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიმ ერდოანის მხრიდან და ანკარის მიმართ ახალი სანქციების შესაძლებლობების საკითხი წამოაყენა.

ერდოანი მწვავედ დაუპირისპირდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მთელ რიგ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, უკანასკნელ ხანებში კი საფრანგეთის ბრძოლის გამო რადიკალური ისლამის წინააღმდეგ.

„არის ახალი გამოხატულებები ძალადობის, ზიზღისაც კი, პრეზიდენტ ერდოანის მხრიდან, რაც დაუშვებელია,“ განაცხადა 5 ნოემბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პარიზის მიერ საფრანგეთში თურქული ულტრანაციონალისტური ჯგუფის აკრძალვა „ორმაგი სტანდარტია“ და დაიმუქრა, რომ საპასუხო ზომებს მიმართავს ამ „ფარისევლური“ ნაბიჯის გამო. თუ რა ზომებზეა ლაპარაკი, თურქეთს არ განუმარტავს.

4 ნოემბერს საფრანგეთმა განაცხადა, რომ კრძალავს ჯგუფს, რომელიც მოხსენიებულია, როგორც „’რუხი მგლების’ გასამხედროებული ულტრანაციონალისტური მოძრაობა“. პარიზის თანახმად, ეს ჯგუფი კავშირშია ქურთი და სომეხი აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ საპროტესტო გამოსვლებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG