Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თითქოს შემაჯამებელი, მაგრამ ქაოტური

ავტორი: სალომე დალაქიშვილი

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, 31 ოქტომბერი, 2020 წელი. ეს წელი თავის დატვირთვით, რომელიც აქამდე არსებული წლებთან შედრებით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოდგა.

მივუყვებით გზას, არჩევნების ძალით შეცვლილ გზას და აგერ უკვე რვა წელია გავდივართ და გამოვდივართ-ერთი ნაბიჯით წინ, ორით კი- უკან.

ჰოდა აი მესამედ, ამ მოცემულობაში კიდევ დადგა არჩევნებით შევცვალოთ სახელისუფლებო პარტია, დღე და იმედი, რომ სიახლე უფრო საინტერესოა ვიდრე ასჯერ ნანახი და გაჭრილი ხელისუფლება. მაგრამ ამაო გამოდგა ეს დღეც.

დემოკრატია ეს არის ერთი მოქალაქე-ერთი ხმა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობა წყვეთს ვის გადასცეს თავისუფალი სიტყვა, ვინ იქნება მისი სიცოცლისა და კერძო საკუთრების გარანტი, ვინ უზრუნველყოფს დამნაშავის სამართლიან დასჯასა და ვისგან გამოითხოვს ყველა ამ უფლებას უკან - როცა ხეისუფლება ვეღარ (აღარ) შეასრულებს დაპირებულ გარანტებს.

განვითარებად ქვეყნებში ხშირად და ახლაც ითხოვს ხალხი ამ უფლებას, მაგრამ ვინ თმობს. რთულია ხელისუფლებამ დათმოს პოზიცია, როცა ძალაუფლება მის ხელთაა.

ერთი ადამიანი რომ ერთი ხმა არის, და ეს ხმა უმრავლესობისაა სად არის შენი ადგილი, რომელიც არ მოიაზრებ არჩეულ რეჟიმს ხელისუფლებად, და არც ამ ადამიანთა იდეოლოგიიას ემხრობი, ამასთანავე არც მარტო არ ხარ. მართალია უმცირესობაში აღმოჩნდი- მაგრამ ჭარბ უმცირესობაში. არც სხვა ბერკეტი გაქვს სამართლებრივად, მხოლოდ ხმა და ისიც დაკარგული. განვითარებად ქვეყნებში ყველაზე მარტივია დემოკრატიული მმართველობა ლიდერმა შეცვალოს ავტორიტარიზმად ან უფრო მეტიც ტოტალიტარულ რეჟიმად გარდაქმნას. ხალხთა უმრავლესობა კი დადის არჩევნებზე, ხმის მიცემის სიმბოლურ უფლებას იყენებს და კმაყოფილია რომ მათი ხმაა უმრავლესობის ხმა, უდაბნოსა შინა.

ერთი ადამიანი რომ ერთი ხმაა, დემოკრატიის ყველაზე დიდი ნაკლია- ვიდრე მონაპოვარი.

XS
SM
MD
LG