Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მურთაზ ზოდელავა: ჩვენი არც ერთი საჩივარი არ განხილულა


მურთაზ ზოდელავა
მურთაზ ზოდელავა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მურთაზ ზოდელავას განმარტებით, საოლქო კომისიებს საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ არც ერთი საჩივარი არ განუხილავთ.

„იმდენად მარტივად მოხდა ეს ყველაფერი, რომ ჩვენ სრული სტატისტიკა გვაქვს - სრული სტატისტიკა იმაში მდგომარეობს, რომ არსად არ მიიღეს წარმოებაში არც ერთი საჩივარი. ასე მარტივად არის და ტრაგიკულად იმავდროულად საქმე“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მურთაზ ზოდელავამ. მისი თქმით, საოლქო კომისიებში საჩივრების დიდი მასა იყო გაგზავნილი:

„არც ერთი საჩივარი, არც ერთ ოლქში, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ იქნა განხილული. ასეთი პარადოქსული ვითარებაა. ტრაგიკულიც, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ყველაფერი ახსნადია, იმიტომ რომ ეს იმდენად პანდორას ყუთია „ქართული ოცნებისთვის“, რომ საკმარისი იყო თუნდაც ერთ ოლქში მეტ-ნაკლები მოცულობით საჩივრების განხილვა, რომ ჩვენ ყველა ვიხილავდით იმას, რაც მოხდა, რაც თვალსაჩინოა პრინციპში ოქმებიდანაც. ის ოქმები, რომლებიც საარჩევნო კომისიამ გამოდო ოფიციალურ ვებგვერდზედ, იმ ოქმების ზედაპირული დათვალიერებაც კი იძლევა საშუალებას, დავასკვნათ, თუ რამდენად, ფაქტობრივად, ეს არ იყო არჩევნები“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ „დილის საუბრებში“.

საოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა 31 ოქტომბრის არჩევნების დარღვევებზე დაწერილი საჩივრების განხილვის ვადა. მომჩივნებს ახლა შეუძლიათ სასამართლოებს მიმართონ.

XS
SM
MD
LG