Accessibility links

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე - "კომისიის წევრების ახსნა-განმარტებები არის კანონისმიერი დოკუმენტი"


რადიო თავისუფლების შეკითხვას - რას ემყარებოდა ოლქის შემაჯამებელ, ოქმებში რიცხვების გადაკეთება კენჭისყრიდან მეორე დღესვე, რომელიც არ ეყრდნობოდა ხმების გადათვლის შედეგებს, გიორგი შარაბიძე პასუხობს:

„როგორც წესი, შესწორების ოქმები, როგორც იმავე დღეს უბანში, ისე მეორე დღეს საოლქოში, ემყარება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს, რომელიც არის კანონისმიერი დოკუმენტი... მაგალითისთვის, გვაქვს შემთხვევა, როცა სადემონსტრაციო ოქმში აბსოლუტურად სწორად არის მონაცემები შეტანილი, ხოლო შემდეგ გადატანისას რამდენიმე გრაფაში არის შეცდომა დაშვებული. შესაბამისად, ასეთი ტიპის მტკიცებულება, როცა აშკარად უბანზე, ყველას თვალწინ სადემონსტრაციოდ გამოკრულ ოქმში ყველაფერი სწორად წერია და ის შეიძლება ახსნა-განმარტებებით, რომელიც, გავიმეორებ, არის კანონის მიერ ცნობილი დოკუმენტი და არა საარჩევნო ადმინისტრაციის გამოგონება, ამის საფუძველზე უფლებამოსილია საოლქო-საარჩევნო კომისია, მეორე დღეს შეიტანოს ცვლილებები შესწორების ოქმით“.

რადიო თავისუფლებამ გიორგი შარაბიძეს ჰკითხა ამ პროცესში ცესკოს როლზე:

„ჩვენ რაც შეგვიძლია, ეს არის რეკომენდაციები, ინსტრუქციები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ - ხან საჯაროდ, ხან - სამსახურეობრივ რეჟიმში. ეს რომ ასეა, ჩემი გუშინწინდელი ბრიფინგიც მოწმობს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს მივეცით მკაფიო ინსტრუქცია, რომ ყველა საეჭვო შემთხვევაში, როცა არ დასტურდება ან მაღალი ეჭვია საოლქო-საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, მიიღონ გადაწყვეტილება დათვლაზე“.

გიორგი შარაბიძის განცხადებით, „შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით სულ იყო 1400-ზე ოდნავ მეტი საჩივარი. ყველა ეს საჩივარი კანონის თანახმად არის განხილული. ზოგი დაკმაყოფილდა, ზოგი განუხილველი დარჩა, ზოგი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზოგი შევისწავლეთ ჩვენი ინიციატივით. ეს სტატისტიკა - გუშინწინდელი და იმისწინანდელი, სამწუხაროდ, არ ჟღერდება, რომ 9 გადასატანი ყუთი გაუქმდა, 7 თუ 8 ოლქში გადაითვალა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვეძლევა ამაზე საუბრის საშუალება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG