Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ავარიაში მოყვა

რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი, ალექსეი ავერჩუკი, ავარიაში მოყვა მოსკოვის კუტუზოვის პროსპექტზე. შემთხვევის ადგილიდან ავერჩუკი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის ვიცე-პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა ცნობები არ გავრცელებულა. იუწყებიან, რომ ავარიაში მოყვა სამი ავტომობილი და ავერჩუკის გარდა დაშავდა კიდევ ერთი კაცი.

XS
SM
MD
LG