Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს პრემიერმა და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცეს


Georgia -- Salome Zurabishvili, President of Georgia and Prime-Minister Giorgi Gakharia

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

გიორგი გახარიამ ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა „ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“.

სალომე ზურაბიშვილმა, ასევე „ტვიტერზე“, დაწერა: „საქართველოს, კავკასიასა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა. ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაღრმავოთო.

სალომე ზურბაშვილმა საგანგებოდ აღნიშნა კამალა ჰარისის, როგორც პირველი ქალი ვიცე პრეზიდენტის როლი და დაწერა: „მსურს პირადად მოგილოცოთ და წარმატება გისურვოთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG