Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ცესკოს პიკეტირებას გეგმავს


ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისადმი დაწესებული ულტიმატუმის ვადის, 20:00 საათის გასვლის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მიმართა და შეკრებილებს უთხრა, რომ ოპოზიციის გეგმის მომდევნო ეტაპი ცესკოს შენობის პიკეტირებაა.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას ითხოვდა. ხელისუფლებამ მოთხოვნებს „აბსურდული“ უწოდა.

ნიკა მელიას ცნობით, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შედგა გარკვეული სახის კონტაქტი, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს. „ხელისუფლება ვალდებულია დღეს დაგველაპარაკოს. სანამ შეხვედრა არ შედგება არც ერთ ჩვენგანს ჰიპოთეტური დაპირებისა არ სჯერა“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

მან აქციაზე შეკრებილებს მოუწოდა ცესკოს ოფისის წინ გადანაცვლებისკენ და იქ დარჩენისკენ. „დავრჩეთ და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას. ვერავინ იქ ვერ შევა და ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. თამარ ჟვანია სახლში უნდა წავიდეს“ - თქვა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ ეს ოპოზიციის მიერ გაწერილი გეგმის ერთი ნაწილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG