Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია აცხადებს, რომ ცესკოს წინ გაზი არ გამოუყენებია


შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციას მონაწილეების წინააღმდეგ გაზი არ გამოუყენებია. "ვრცელდება დეზინფორმაცია გაზთან დაკავშირებით. პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და ყველამ მინდა კარგად გაითვალისწინოს, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონელია",- განაცხადა კახა საბანაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG