Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ცესკოს მიმართავს


სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს.

მიმართვას ის სოციალური ქსელით ავრცელებს:

„მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! ეს თქვენი პასუხისმგებლობაა!

მივმართავ თხოვნით ოპოზიციის ლიდერებს, მოუწოდონ მომხრეებს სიმშვიდისკენ და გააკეთონ ყველაფერი ვითარების განსამუხტავად!

მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია!“

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის ლიდერებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და ახალი არჩევნების ჩატარება.

ცესკოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით ორჯერ დაშალეს.

ოპოზიციის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, აქციის მონაწილეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ცესკოსთან აქცია დაიშალოს. მათი განცხადებით პროტესტი 9 ნოემბერს, 18 საათზე, რუსთაველის გამზირზე გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG