Accessibility links

თემურ ნოზაძე 23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა


გადამწყვეტ ბრძოლაში ნოზაძე რუსეთის ნაკრების წევრ კონსტანტინ სიმეონიდისს დაუპირისპირდება.

საქართველოს 23-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრები, ამავე ასაკობრივ ჯგუფში, ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ხორვატიის ქალაქ პორეჩში დღეს დაწყებულ შეჯიბრებაზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე თემურ ნოზაძემ დილის პროგრამაში სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივე მოიგო და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ ბრძოლაში ნოზაძე რუსეთის ნაკრების წევრ კონსტანტინ სიმეონიდისს დაუპირისპირდება. სწორედ მან დაამარცხა ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ჯაბა პაპინაშვილი.

პაპინაშვილი „ბრინჯაოს ფინალში“ გადაერთო, სადაც იტალიელ ალესანდრო არამუს შეხვდება. ასევე მესამე საპრიზო ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს 66 კილოგრამში მოჭიდავე ბაგრატ ნინიაშვილი მისი მეტოქე ესპანელი ადრიან ნიეტო ხინარო იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG