Accessibility links

logo-print logo-print

სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი შეთანხმდნენ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, შეთანხმდნენ მთიან ყარაბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკით გაავრცელ ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც შეთანხმების ტექსტს უწოდებს „წარმოუდგენლად მტკივნეულს“ პირადად მისთვის და ყველა სომეხისთვის.

„მე მუხლს ვიყრი ყველა ჩვენი მსხვერპლის წინაშე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ. და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - წერს ფაშინიანი, რომელიც პირობას დებს, რომ შეთანხმების დეტალებზე უახლოეს ხანში ისაუბრებს.


აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, სომხეთი თანხმდება გაიყვანოს სამხედრო ძალა კელბაჯარის, ლაჩინისა და აგდამის რაიონებიდან. ხოლო აზერბაიჯანი ინარჩუნებს აქტიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად გათავისუფლებულ ტერიტორიებს მთიან ყარაბაღში, მათ შორის ქალაქ შუშის ჩათვლით.


აზერბაიჯანი და სომხეთი თანხმდებიან რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგებაზე მთიან ყარაბაღში, ერთგავარი „გამყოფი კორდონის სტატუსით დაპირისპირებულ მხარეებს შორის“.

იუწყებიან, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის მინისტრები 10 ნოემბერს ჩავლენ მოსკოვში ცეცხლის შეწყევტის შეთანხმების დეტალების დასაზუსტებლად.

რუსეთის პრეზიდენტზე დაყრდნობით ვრცელდება ცნობა, რომ მთიან ყარაბაღში ყოველგვარი საბრძოლო მოქმედება შეწყდა 10 ნოემბრიდან. ამასთან რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ სამმხრივი შეთანხმებით მხარეებს შორის მოხდება ტყვეთა გაცვლა, გაიხსნება ყველა სატრანსპორტო კვანძი ყარაბაღში და რეგიონში განლაგდებიან რუსი მშვიდობისდამცველები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG