Accessibility links

logo-print logo-print

ბოკერიასთვის ვაშაძის განცხადება, "ქუჩის საკანონმდებლო ორგანოთი" ჩანაცვლებაზე, გაუგებარია


"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომელიც "ქუჩის საკანონმდებლო ორგანოთი" ჩანაცვლებას ეხებოდა, გაუგებარია. ბოკერია პარტიისგან განმარტებებს ელოდება, შეიცვალეს თუ არა აზრი პარლამენტში შესვლაზე.

"ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად, ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის ბევრად, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი, რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში", - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას ამ კომენტარს წინ უსწრებდა გრიგოლ ვაშაძის განცხადება. ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩაანაცვლონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG