Accessibility links

logo-print logo-print

ჰუბერტ კნირში: ხელს შევუწყობთ მხარეებს შორის დიალოგს


გერმანიის საელჩო საქართველოში, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გერმანიაშიც გამოიწვია წუხილი.

ელჩი მოხარულია, რომ ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან.

„საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის. ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს“, - აცხადებს ჰუბერტ კნირში.

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან დიალოგზე იმ პირობით არიან თანახმა, თუკი ეს დიალოგი შეეხება ხელახალ არჩევნებს. 31 არჩევნების შედეგებს ისინი გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზეც ბოიკოტს აცხადებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG