Accessibility links

site logo site logo

ზაალ უდუმაშვილი: ერთი გეგმით მივდივართ, ოთხი პარტიის განცხადებასაც ვუერთდებით


„ოპოზიცია არის ერთიანი. ის არ იღებს ივანიშვილის წყალობას და არჩევნების იმ შედეგებს, რაც მან დაწერა. პარლამენტში შესვლას არავინ ვაპირებთ, ასე რომ, „ქართული ოცნების“ ოცნებას შესრულება არ უწერია. სხვა გამოსავალი მათ არა აქვთ, სხვა შემთხვევაში, მივიღებთ ჩრდილოეთ კორეას“, - განაცხადა 10 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.

უდუმაშვილის სიტყვებით, მისი პარტიაც უერთდება განცხადებას, რომელიც დღეს, 10 ნოემბერს, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ლელომ“, „გირჩმა“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ევროპულმა საქართველომ“ გაავრცელეს და რომლის თანახმად, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია.

ისინი არ გეგმავენ არჩევნების შედეგების აღიარებას. უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, გარდა უკვე დაგეგმილი დიდი აქციებისა 14 და 21 ნოემბერს, შუალედებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის პროტესტიც იმ პროცესების მიმართ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG