Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კანაშვილი მთლიან ყარაბაღზე: დღევანდელი სტატუსკვო შესაძლოა ათწლეულების სტატუსკვოდ ჩამოყალიბდეს


გიორგი კანაშვილი
გიორგი კანაშვილი

დღევანდელი სტატუსკვო მთიან ყარაბაღში არა თუ უახლოეს მომავალის, არამედ შეიძლება შემდეგი ათწლეულების სტატუსკვოდ ჩამოყალიბდეს, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ექსპერტმა გიორგი კანაშვილმა. მისი თქმით, ამის კონტურები და გარანტიები ჩანს:

„სამივე მთავარი პირის, ამ პროცესში ჩაბმული მთავარი პირების ხელმოწერითაა გამაგრებული ეს შეთანხება და ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და საინტერესოც, ფაქტიურად ელვისსისწრაფით მოხდა რუსული სამხედრო შენაერთების გადასროლა. უკვე ყარაბაღის ტერიტორიაზე არის რამოდენიმე ასეული. გუშინ იყო ინფორმაცია, სულ 2000 ჯარისკაცამდე განთავსდება იქ, თავის ტექნიკით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იმ ხელშეკრულებაში არის გაწერილი, რომელიც ხუთწლიანი ვადით გაფორმდა, - განაცხადა გიორგი კანაშვილმა. მისი თქმით, ხუთ წელი გარკვეული რევერანსია მხარეების, განსაკუთრებით აზერბაიჯანის მიმართ, თუმცა ფაქტია, რომ 2003 წლიდან რუსეთს ფაქტობრივად არსაიდან გაუყვანია თავისი სამშვიდობო თუ არასამშვიდობო შენაერთები:

„პირიქით ემატებოდა ადგილები, სადაც მათი ახალი დისლოკაციები ჩნდებოდა და ხშირად ეს სამშვიდობოები ისევე, როგორც მოხდა საქართველოს შემთხვევაში, შემდეგ გადაფორმატდნენ და სხვა მისია შეიძინეს“, - განაცხადა გიორგი კანაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წლის 27 სექტემბერს განახლებული ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გარშემო 9 ნოემბერს დასრულდა შეთანხმებით, რომელსაც ხელს აწერენ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები.კერძოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს უბრუნდება 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.

რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის საერთო რაოდენობა მთიანი ყარაბაღის კონფლიტის ზონაში დაახლოებით 2000 ჯარისკაცით განისაზღვრა, მათ განკარგულებაში იქნება 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 400 ავტომობილი და სპეცტექნიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG