Accessibility links

გიორგი ვაშაძე: იმედი მაქვს, ოპოზიციასაც გვექნება მაიკ პომპეოსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა


გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს იმედი აქვს, რომ საქართვლოში ვიზიტად მყოფ მაიკ პომპეოსთან შეხვედრისა და მასთან არჩევნების გაყალბების საკითხზე საუბრის საშუალება ოპოზიციასაც მიეცემა.

„უმნიშვნელოვანესია მაიკ პომპეოს ვიზიტი იმიტომ, რომ საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება მისი გზავნილები და აშშ-ის როლი ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში, ამიტომ დაველოდოთ ამ ვიზიტს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ, ოპოზიციასაც, გვექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა ყოველ შემთხვევაში მასთან, სადაც ვისაუბრებთ იმ უმნიშვნელოვანეს, უმძიმეს პრობლემებზე, რაც მოხდა საქართველოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ მედიასთან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური შეტყობინებით, პომპეო თბილისში შეხვდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს, რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი პროგრესისკენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდება კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესაც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს შედგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG