Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგში მასობრივად გადადგნენ საკანონმდებლო საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები


ჰონგ-კონგში მასობრივად გადადგნენ საკანონმდებლო საბჭოს პროდემოკრატიული მიმართულების ოპოზიციონერი დეპუტატები. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის კუთვნილი ავტონომიური ტერიტორიის ხელისუფლებამ დისკვალიფიკაცია გაუკეთა მათ ოთხ კოლეგას.

როგორც Associated Press-ი იტყობინება, 15-მა დეპუტატმა ამ ნაბიჯის შესახებ ოთხშაბათს გამოაცხადა, მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი ჰონგ-კონგის მთავრობამ განაცხადა ოთხი კანონმდებლის დისკვალიფიკაციის შესახებ. ოთხი დეპუტატის დისკვალიფიცირება მოხდა უშუალოდ მას შემდეგ, რაც პეკინმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ნებადართულია იმ პოლიტიკოსების დისკვალიფიცირება, რომლებიც შესაძლოა მუქარას წარმოადგენდნენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის. დოკუმენტი პირველ რიგში ეხებათ მატერიკული ჩინეთისგან ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობის მომხრეებს.

მანამდე საარჩევნო კომისიამ დისკვალიფიცირებულ დეპუტატებს ახალი მოწვევის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა მათი „არაპატრიოტული შეხედულებების“ გამო. არჩევნები 6 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიტანეს. ოთხ დეპუტატს ამის შემდეგ ავტომატურად გაუგრძელდა უფლებამოსილებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG