Accessibility links

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში COVID-19-ის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა


რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამოკვლეული 178 ადამიანიდან კორონავირუსი გასული 24 საათის განმავლობაში 44-ს დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო „რესს“ მიაწოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ.

კოჩიევას თქმით, ამ დროისათვის კოვიდ-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოებში 231 პაციენტი მკურნალობს, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1181 პირი, გარდაცვლილია 21 პაციენტი, ხოლო სექტემბრის შუა რიცხვებიდან გამოჯანმრთელებულია 224 ინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG