Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ოპოზიცია ხელმოწერებს აგროვებს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოსაწვევად


ოპოზიციური პარტია "გაბრწინებული სომხეთის" ლიდერი ედმონ მარუკიანი.
ოპოზიციური პარტია "გაბრწინებული სომხეთის" ლიდერი ედმონ მარუკიანი.

სომხეთის ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „გაბრწყინებული სომხეთის“ ინიციატივით გროვდება ხელმოწერები ეროვნული კრების რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ედმონ მარუკიანმა განაცხადა.

მისი სიტყვებით, სხდომაზე, მის მიერ წარდგენილი დღის წესრიგის მიხედვით, იმსჯელებენ შექმნილ ვითარებასა და მისგან გამოსვლის გზებზე, ასევე განცხადების კანონიერებაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერა ხელი 9 ნოემბერს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად.

კონსტიტუციის თანახმად, სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად 33 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო. მარუკიანის თქმით, უკვე არსებობს 17 დეპუტატის ხელმოწერა.

სახალხო კრების შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები რიგგარეშე სხდომის მოწვევას და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG