Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი მზად არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებში დახმარებისთვის


რუსეთი შუამავლობით მიღწეული ზავის ფონზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სეპარატისტული რეგიონ მთიანი ყარაბაღში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა მაკრონი აცხადებს, რომ მზად არის დახმარებისთვის, რათა მოიძებნოს ორივე მხარისთვის მისაღები, ხანგძლივი და გაწონასწორებული გამოსავალი.

სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გამოცხადდა 10 ნოემბერს, დაიდო მას მერე, რაც აზერბაიჯანის ძალებმა მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს ბრძოლის ველზე.

მანამდე, ორჯერ რუსეთის და ერთხელ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებები არ შესრულდა.

საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას არ იზიარებს ბევრი სომეხი, რადგან ის საშუალებას აძლევს აზერბაიჯანს კონტროლი აღიდგინოს დე იურე თავისი რეგიონის, მთიანი ყარაბაღის დიდ ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც მისმა ჯარმა დაიკავა ომის განმავლობაში. 27 სექტემბრის შემდგომ საომარ მოქმდებებს ორივე მხარეს ორი ათასზე მეტ სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა,

შეთანხმება ითვალისწინებს არეალში ორი ათასი რუსი სამშვიდობო სამხედროს განთავსებას.

საფრანგეთი, რომელიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა რუსეთთან და აშშ-თან ერთად, გარკვეულად ჩამოშორებულ იქნა კონფლიქტისგან რუსეთის აქტიურობის შედეგად. მართალია, მაკრონი ცდილობდა მხარი არ დაეჭირა კონფლიქტის რომელიმე მონაწილისთვის, მას უწევს გაითვალისწინოს საფრანგეთში მცხოვრები ნახევარ მილიონამდე ეთნიკური სომხის ფაქტორი. „პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა საბრძოლო მოქმედებების დასრულებით, გაიხსენა სომეხი და ფრანგი ხალხის მეგობრობის შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიღწეული იქნეს სამართლიანი, მტკიცე და ორივე მხარისთვის მისაღები პოლიტიკური მოგვარება მთიან ყარაბაღში“, იტყობინება საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი განცხადებაში, რომელიც შეეხება მაკრონის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, 12 ნოემბრის სატელეფონო საუბარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG