Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

102 წლის გალინა ზაქრაძემ კოვიდი დაამარცხა და კლინიკა დატოვა


კლინიკის მედპერსონალმა მოხუცი აპლოდისმენტით გააცილა.
კლინიკის მედპერსონალმა მოხუცი აპლოდისმენტით გააცილა.

102 წლის ხანდაზმულმა ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკა „ლჯ-კო“ დღეს დატოვა. კლინიკის მედპერსონალმა მოხუცი აპლოდისმენტით გააცილა. ის ხანდაზმულთა სახლში გადაიყვანეს.

გალინა ზაქრაძე ხანდაზმულთა სახლში გადაიყვანეს.
გალინა ზაქრაძე ხანდაზმულთა სახლში გადაიყვანეს.

გალინა ზაქრაძე კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს. მკურნალი ექიმის ნესტან ჭეიშვილის თქმით, თავს კარგად გრძნობს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„102 წლის გალინა ზაქრაძემ ვირუსი დაამარცხა. ის საშუალოზე მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს მოხუცთა პანსიონიდან. ორი კვირის განმავლობაში ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა. მის ასაკთან შედარებით არ აქვს მენტალური ან რაიმე სხვა სახის პრობლემები. თავს კარგად გრძნობს“.

გალინა ზაქრაძე ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონში 3 წელია ცხოვრობს. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, თავს კარგად გრძნობს და უხარია პანსიონში დაბრუნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG