Accessibility links

site logo site logo

გარდაიცვალა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი


ვალიდ ალ-მუალემი(ცენტრში) დამასკში აფხაზეთის "საელჩოს" გახსნის ცერემონიაზე. 2020 წლის 6 ოქტომბერი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ-მუალემი. სირიის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, „კეთილშობილური პატრიოტული პოზიციებით ცნობილი“ ვალიდ ალ-მუალემი გამთენიისას გარდაიცვალა. მიზეზი დასახელებული არ არის.

ვალიდ ალ-მუალემი ბაშარ ასადის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2006 წლიდან. მანამდე იყო სირიის ელჩი აშშ-ში.

ალ-მუალემი რუსეთის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი იყო. 2020 წლის ოქტომბერში პირადად მონაწილეობდა სირიის დედაქალაქში აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნაში.

ასადის რეჟიმმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" 2018 წლის მაისში ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG