Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს მინა ჩაუმსხვრიეს და ხანძარი გაუჩინეს


გლდანის ოპოზიციონერი მაჟორიტარი კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს მინა ჩაუმსხვრიეს და ხანძარი გაუჩინეს. ინფორმაციას ადასტურებენ პარტიაში.

"დილის 6-ის წუთებზე შევიტყვეთ, რომ ოფისში ხანძარია. დაგვხვდა ჩამსხვრეული შუშები და შენობაში შეგდებული ბენზინის 2 ბოთლი. იმედი მაქვს, გამოიძიებენ ამ საზიზღრობას... მთლიანად აპირებდნენ შენობის დაწვას, მაგრამ ვერ მოასწრეს ადგილზე პოლიციის დროულად მობილიზების გამო", - უთხრა "მთავარ არხს" ნიკა მელიას შტაბის ხელმძღვანელმა.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სხვისი ნივთის დაზიანებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

XS
SM
MD
LG