Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგორ დოდონი აცხადებს, რომ „დაიცავს თავისი ამომრჩევლის ხმებს“


მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი, იგორ დოდონი, რომელიც პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა მაია სანდუსთან, აცხადებს, რომ გამოიყენებს სამართლებრივ მეთოდებს „თავისი ამომრჩევლის ხმების დასაცავად“.

რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის ცნობით, დოდონმა თავის მომხრეებს და ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ დაიცვან სიმშვიდე და არ გამართონ საპროტესტო აქციები.

„ჩვენ არ გვჭირდება დესტაბილიზაცია“, - აღნიშნა დოდონმა.


მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი საბოლოო შედეგების თანახმად, არჩევნების მეორე ტურში ხმების 57,75 %-ით იმარჯვებს პროევროპული პარტია „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ, მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონს მხარი დაუჭირა 42,25%-მა.

მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს რუმინეთის, უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG