Accessibility links

logo-print logo-print

Johnson & Johnson-მა ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპი დაიწყო ბრიტანეთში


კომპანია Johnson & Johnson-მა 16 ნოემბერს დაიწყო დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ეტაპი. ვაქცინა კომპანიის ქვეგანყოფილებამ, Janssen Pharmaceutical Companies-მა შეიმუშავა. ის შემდგომ გაფართოვდება და ხუთ ქვეყანაში გაგრძელდება ერთი წლის განმავლობაში. მასში სულ, 30 ათასი ადამიანი იქნება ჩართული.

საკუთრივ დიდ ბრიტანეთში ვაქცინის გამოცდაში ექვსი ათასი მოხალისე მონაწილეობს. მესამე ეტაპზე ვაქცინის შემქმნელები ადგენენ მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას. პირველ ორ ეტაპზე Johnson & Johnson-ის ვაქცინამ დაადასტურა, რომ მისი გზით ხდება იმუნური პასუხის გამომუშავება და პაციენტებმა ის კარგად გადაიტანეს.

სექტემბერში ამ ვაქცინის გამოცდა შეჩერდა, რადგან ერთ-ერთ მოხალისეს გამოაჩნდა „მოულოდნელი“ დაავადება. მაშინ კომპანიამ განაცხადა, რომ ასეთი რამ ყველა გამოცდის დროს არის მოსალოდნელი.

წარმატებული გამოცდის და რეგისტრაციის შემთხვევაში Johnson & Johnson-ი მილიარდი დოზის გამოშვებას აპირებს. ეს ბრიტანეთში მესამე ვაქცინაა, რომელიც გამოცდას გადის. ამჟამად გამოცდიან ოქსფორდის უნივერსიტეტის და AstraZeneca-ს ერთობლივ, ასევე ამერიკული Novavax-ის ვაქცინას.

ბრიტანეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 1,3 მილიონს აღწევს, დაღუპულთა რიცხვი 52 ათასია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG