Accessibility links

site logo site logo

Crew Dragon-მა მეორედ აიღო სტარტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ


SpaceX-მა განახორციელა პილოტირებული კოსმოსური ხომალდის, Crew Dragon-ის მეორე გაშვება საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ. რაკეტმზიდმა, Falcon 9-მ სტარტი აიღო აშშ-ში, ფლორიდაში, კანავერალის კონცხიდან.

NASA იტყობინება, რომ Crew Dragon-ი წარმატებით გავიდა ორბიტაზე მას მერე, რაც მას ორი ელემენტი ჩამოშორდა და ატლანტის ოკეანეში დაეშვა.

სავარაუდოდ, კოსმოსურ სადგურამდე ფრენას 27 საათი დასჭირდება. სტარტი დაგეგმილი იყო 14 ნოემბერისთვის, მაგრამ ძლიერი ქარის გამო გადაიდო.

ხომალდის ბორტზე იმყოფება საერთაშორისო ეკიპაჟი, რომელშიც შედიან სამი ამერიკელი და ერთი იაპონელი ასტრონავტი. ისინი კოსმოსურ სადგურზე ექვს თვეს დაჰყოფენ.

SpaceX-ის კოსმოსურმა აპარატმა, Crew Dragon-მა პირველი გაფრენა ასტრონავტებით ბორტზე განახორციელა წელს, აგვისტოში და მშვიდობიანად დაეშვა წყალზე მექსიკის ყურეში ორი ასტრონავტით.

ისინი კოსმოსში მაისში გაფრინდნენ. ეს იყო აშშ-ის ტერიტორიიდან NASA-ს ასტრონავტების პირველი გაფრენა 2011 წლის შემდეგ და კერძო კომპანიის მიერ შექმნილი კოსმოსური ხომალდის პირველი პილოტირებული გაფრენა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG