Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Moderna-მ თითქმის 95%-იანი ეფექტიანობა გამოავლინა


აშშ-ის ბიოტექნოლოგიურმა ფირმა Moderna-მ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც წერს, რომ მის მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა, გამოცდის მესამე ფაზაში გამოავლინა ეფექტიანობის 94,5 პროცენტი. 16 ნოემბერს გავრცელებული ამ დოკუმენტის თანახმად, მხოლოდ ხუთი პირი, რომელსაც ვაქცინა ჰქონდა მიღებული, დაავადდა კოვიდ-19-ით, დანარჩენებს ავადმყოფობა მსუბუქი ფორმით ჰქონდათ.

კომპანია ამტკიცებს, რომ გამოცდის მესამე ფაზის განმავლობაში, რომელშიც 30 ათასი პირი იღებდა მონაწილეობას, შუა ეტაპზე დაავადდა 95 მოხალისე, მათგან 90-ს პლაცებო ჰქონდა მიღებული.

კომპანია გეგმავს პრეპარატის რეგისტრაციას აშშ-ის შესაბამის უწყებაში. გამოყენების უფლება შეიძლება წლის ბოლომდე გაიცეს.

Moderna-მ გამოცდის მესამე ფაზის შუალედური შედეგები გამოაქვეყნა ერთი კვირის შემდეგ მას მერე, რაც თავიანთი ვაქცინის შესახებ ამცნეს სამყაროს Pfizer-მა და მისმა გერმანელმა პარტნიორმა, BioNTech-მა. მათი პრეპარატის ეფექტიანობა 90-პროცენტიადან შეფასდა.

ორივე პრეპარატი ემყარება რიბონუკლეინის მჟავის მოქმედების მექანიზმს, რაც ნოვაციურია. რიბონუკლეინის მჟავის ვირუსის ერთი მონაკვეთი საგანგებო მეთოდით თავსდება სხვა მოლეკულების გარსში, რაც მას საშუალებას აძლევს შეიჭრას უჯრედის შიგნით. ამ მეთოდის პერსპექტიულობის მიუხედავად, ასეთი ვაქცინა კლინიკებში არ გამოიყენება.

ამგვარი ვაქცინა საჭიროებს შენახვის სათანადო პირობებს. Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინა უნდა ინახებოდეს არაუმეტეს მინუს 70 გრადუსისა. ეს ზღუდავს მისი გამოყენების შესაძლებლობას სუსტი სამედიცინო ინფრასტრუქტურის მქონე არეალებს გარეთ.

Moderna-ს სურს, რომ შენახვის ტემპერატურა მინუს 20 გრადუსამდე დაიყვანოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG