Accessibility links

site logo site logo

ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის შემთხვევას


თამარ გაბუნია

​ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის შესახებ ილაპარაკა „რუსთავი 2"-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას. „საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს", - თქვა გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ 3 ათასზე მეტია, შემთხვევების მესამედზე მეტი კი ისევ თბილისზე მოდის. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 82 835 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 230-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 65 291.

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 733-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG