Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთმა და პოლონეთმა ევროკავშირის ბიუჯეტი დაბლოკეს კანონის უზენაესობის მექანიზმის გამო


უნგრეთმა და პოლონეთმა დაბლოკეს ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი და ფინანსური დახმარების პაკეტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიისგან მიღებულ ზარალის გამოსწორებას უნდა მოხმარდეს და რომლის მოცულობა 1,8 ტრილიონ დოლარს უდრის. პანდემიასთან ბრძოლის პირობებში ევროკავშირისთვის ეს კრიზისის მომტანი შეიძლება იყოს.

16 ნოემბერს ევროკავშირის ელჩების შეხვედრისას ბუდაპეშტი და ვარშავა გამოვიდნენ იმის წინააღმდეგ, რომ დახმარების პაკეტზე მიბმული იყოს კანონის უზენაესობის აღიარების მექანიზმი, რაც ამ ქვეყნებისთვის ფინანსების დაკარგვას ნიშნავს, რადგან ბრიუსელი მემარჯვენე მთავრობების პირობებში ამ ორი ქვეყნის მხრიდან დემოკრატიისთვის ზურგის შექცევას ხედავს.

გერმანიის ელჩმა, მიხაელ კლაუსმა, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ „ევროკავშირს სერიოზული პრობლემები ექნება, თუ ბიუჯეტი და დახმარების პაკეტი არ იქნა მიღებული ახლო მომავალში“.

ევროკავშირის ელჩებმა კენჭი ყარეს და კვალიფიციური უმრავლესობა, ორი მესამედი, მიემხრო დებულებას პოლონეთის და უნგრეთის უარის მიუხედავად. თუმცა, არ მოხერხდა აუცილებელი ერთსულოვნების მიღწევა ბიუჯეტის და აღდგენის გეგმის გარშემო, დაწერა ტვიტერით გერმანიის წარმომადგენელმა, ზებასტიან ფიშერმა.

ეს საკითხი ახლა უნდა განიხილონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა ვიდეო-კონფერენციაზეტ 17 ნოემბერს, ხოლო ორ დღეში, უკვე ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG