Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი ვადამდელი არჩევნების გამართვისკენ მოწოდებით გამოდის მთავრობაზე მზარდი ზეწოლის ფონზე


სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის და პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის შეხვედრა 12 ნოემბერს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის და პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის შეხვედრა 12 ნოემბერს.

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა გამოთქვა მოწოდება, გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა მოგვარდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც წარმოიშვა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღისთვის აზერბაიჯანთან ომის შედეგად. სარქისიანი განცხადებით გამოვიდა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ.

არჩევნები „ქვეყანას რყევისგან იხსნის“ ექვსკვირიანი ომის შემდეგ, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო „ტერიტორიების დაკარგვამდე“, თქვა სარქისიანმა ხალხისადმი მიმართვაში 16 ნოემბერს.

მან მოუწოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და ალიანსს, შეიმუშაონ „საგზაო რუკა“ და მოამზადონ ვადამდელი არჩევნები. ის უნდა მოაწყოს ახალმა, „ეროვნული თანხმობის მთავრობამ“, თქვა სარქისიანმა.

სარქისიანის, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილება ცერემონიული ხასიათისაა, მაგრამ ის აცხადებს, რომ მისი წინადადება ასახავს პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებაში გაბატონებულ აზრს. ზოგიერთი პარტია მოითხოვს ფაშინიანის გადადგომას და საპროტესტო გამოსვლებს მართავს ქუჩაში. ფაშინიანი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და 16 ნოემბერს გადააყენა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის გადადგომას ოპოზიცია მოითხოვდა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დადების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG