Accessibility links

site logo site logo

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პრეზიდენტს უვადო ხელშეუხებლობა მიანიჭა


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა პირველი წაკითხვით მიიღეს კანონპროექტი ქვეყნის ყოფილი სახელმწიფო მეთაურის უვადო ხელშეუხლებლობის შესახებ იმისდა მიუხედავად, თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა პრეზიდენტობის პერიოდი.


რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად არ შეიძლება მიეცეს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში იმ ქმედებებისათვის, რომლებიც პრეზიდენტის მიერ თავის უფლებამოსილების შესრულებას უკავშირდებოდა.


საკანონმდებლო შესწორებით იცვლება ასევე ხელშეუხებლობის ჩამორთმევის პროცედურაც. აქამდე მოქმედი კანონით, პრეზიდენტი ვერ ისარგებლეს ხელშეუხებლობით, თუ მის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო მეთაურის პოსტზე მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.



ნოემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმაში შეიტანა კანონი, რომელიც ქვეყნის ექსპრეზიდენტს უფლებას აძლევს, იყოს რუსეთის სენატორი სიცოცხლის ბოლომდე.



ამას ითვალისწინებს „პუტინური“ კონსტიტუცია, რომელშიც შესწორებები რუსეთში რამდენიმე თვის წინ მიიღეს.


კანონში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვადამდე ადრე, მისი გადადგომის შემთხვევაში, სიცოცხლის ბოლომდე დარჩება სენატორად.



მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გარდა, ეს კანონი გავრცელდება დმიტრი მედვედევზე, რომელსაც 2008-2012 წლებში ეკავა რუსეთის პრეზიდენტის პოსტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG