Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო: აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით


საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო „ტვიტერზე“ წერს: „აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით“. როგორც პომპეო აღნიშნავს, აშშ-სა და საქართველოს აქვს მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება საერთო ერთგულებას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი.

„ჩვენ მზად ვართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს გააღრმავოს მისი ევროატლანტიკური კავშირები და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები“, - აცხადებს პომპეო.

დღეს, 17 ნოემბერს, საღამოს საქართველოს ჩამოვიდა მაიკ პომპეო.

ხვალ, 18 ნოემბერს, მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ოპოზიცია 18 ნოემბერს გეგმავს აქციას - სტუმრის მისასალმებლად და არჩევნების ოფიციალური შედეგების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების სადემონსტრაციოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG