Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევიდან მესამედზე მეტი თბილისიდანაა


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ 3,4 ათასზე მეტია, შემთხვევების მესამედზე მეტი კი კვლავ თბილისზე მოდის.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში - 1 318;
  • აჭარა - 512;
  • იმერეთი - 562;
  • ქვემო ქართლი - 163;
  • შიდა ქართლი - 178;
  • გურია - 64;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი - 368;
  • კახეთი - 85;
  • მცხეთა-მთიანეთი - 54;
  • სამცხე-ჯავახეთი - 106;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. ქვეყანაში 836 მძიმე პაციენტია, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 371.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 89 395 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2539-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 71 468.

ბოლო 24 საათში 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 815-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG